” ბაიდენის ადმინისტრაციას არ ჰქონდა იმის გეგმა, თუ როგორ დაესრულებინა ომი. უკრაინა უცნაურ ფულის ორმოს ჰგავდა, სადაც პრობლემის მოგვარების რეალური გეგმის გარეშე ფულს ვყრიდით”- ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა USA Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ზოგჯერ ხალხი ერთმანეთს არ ეთანხმება. შეცვლიდი თუ არა რაიმეს? მსურს თუ არა, რომ ოვალურ კაბინეტში საჯარო სკანდალი მომხდარიყო? საერთოდ არა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამან აშშ-სა და უკრაინას შორის არსებულ რეალურ უთანხმოებებს ნათელი მოჰფინა. ამის დანახვა ამერიკელი ხალხისთვის სასარგებლო იყო. ჩვენ ამ საუბრებს გავაგრძელებთ. აშშ-სა და უკრაინას შორის ბევრი საკითხია, რომელზეც ვთანხმდებით, მაგრამ ზოგჯერ გარკვეული უთანხმოებებიც არსებობს.[…] ზელენსკი ვაშინგტონს მილიარდობით დოლარით ტოვებდა, ყოველგვარი რეალური მიზნის, ყოველგვარი რეალური დიპლომატიისა და ყოველგვარი რეალური წარმოდგენის გარეშე იმის შესახებ, თუ რას შევისყიდიდით ჩვენ ამ ასი მილიარდი დოლარით. ეს ყოველთვის უფრო მეტად მაწუხებდა, ვიდრე ის, რომ ზელენსკი ვაშინგტონისგან დახმარებას ითხოვდა. საქმე ის იყო, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არ ჰქონდა იმის გეგმა, თუ როგორ დაესრულებინა ომი. უკრაინა უცნაურ ფულის ორმოს ჰგავდა, სადაც პრობლემის მოგვარების რეალური გეგმის გარეშე ფულს ვყრიდით.[..]ჩვენ მშვიდობის მიღწევისთვის მუშაობას გავაგრძელებთ. ამ საკითხზე პრეზიდენტ ზელენსკისთან ვთანხმდებით. გარკვეული უთანხმოებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა გვსურს. არ გვსურს, რომ რუსეთმა მთელი ქვეყანა დაიპყროს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.