“წევრობის მსურველთა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ერთსულოვნებაა საჭირო და, ჩემი დასკვნა, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის დიპლომატებთან საუბრის შემდეგ, ისაა, რომ ყველასთვის მისაღებია თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა და მოლდოვას წინსვლა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებით. მაგრამ ევროკავშირში ამ ქვეყნების სტატუსები შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ უკრაინის შესახებ დებატებში ისინი “თანმდევი ზიანი” გახდებიან. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას – ყოველ შემთხვევაში საჯაროდ – სურს, რომ უკრაინამაც დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები. ძირითადი გამონაკლისი უნგრეთია. საკითხის კიდევ უფრო გართულებისთვის ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის ბალტიისპირა ტრიოდან სამივემ საპასუხოდ თქვა, რომ თუ უკრაინა ჩაფლავდება, ყველა ჩაფლავდება”.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის შეფასებით, თუ უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინას დაბლოკავს, საქართველო კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩება.