უკრაინამ 66 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა – ინფორმაციას ამის შესხაებ, უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
“დაღუპული დამცველების დაბრუნება ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საკოორდინაციო შტაბის ძალისხმევით, შეიარაღებულ ძალებთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან არსებულ გაერთიანებულ ცენტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მოხდა” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.