თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მალიარმა დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ პიატიხატკის და კიდევ შვიდი დასახლების გათავისუფლება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ ორკვირიანი შეტევითი ოპერაციების განმავლობაში ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით რვა დასახლება განთავისუფლდა: ნოვოდაროვკა, ლევადნოე, სტოროჟევო, მაკაროვკა, ბლაგოდატნოე, ლობკოვოე, ნესკუჩნოე, პიატიხატკი.
ერთი დღით ადრე რუსულმა წყაროებმა აღიარეს ზაპოროჟიეს სამხრეთით მდებარე სოფელ პიატიხატკის დაკარგვა – კერძოდ, ამის შესახებ განაცხადა რუსეთის მიერ დანიშნულმა ზაპოროჟიის ოკუპირებული ნაწილის ხელმძღვანელმა ვლადიმერ როგოვმა. ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირა დილით გამოაცხადა, რომ უკრაინის ჯარების მიერ პიატიხატკას შტურმის მცდელობა მოიგერიეს.
მალიარის თქმით, მთლიანობაში ტაურიდის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები 7 კმ-მდე სიღრმეზე დაწინაურდნენ, ხოლო სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 113 კმ2-ია.