უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს – ვიცეპრემიერის ირინა ვერესჩუკი აცხადებს, რომ დღეს, 24 მარტს 10 ტყვე ოკუპანტი, 10 უკრაინელ ჯარისკაცში გაცვალეს. ამასთანავე, ვერეშჩუკის თქმით, რუსულ მხარეს გაუგზავნეს 11 სამოქალაქო მეზღვაური გადასცეს, რომლებიც უკრაინამ ოდესასთან რუსული გემის ჩაძირვის შემდეგ გადაარჩინა. ამ გაცვლის შედეგად, “საფირონის” სამაშველო გემიდან სახლში ბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური, რომლებიც ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს ზმეინის კუნძულიდან.

“ამ გაცვლის შედეგად, უკრაინაში ბრუნდება 19 სამოქალაქო მეზღვაური, რომელიც ოკუპანტებმა კუნძულ ზმეინიდან გაიტაცეს. გაცვლის ფარგლებში უკრაინას ასევე დაუბრუნდება თვითონ გემიც, რომელსაც თურქეთში გაგზავნიან”, – წერს ვიცეპრემიერი.