უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ მათ დემარშის წერილი გაუგზავნეს ქვეყნებს, რომლის ლიდერებიც მოსკოვში წითელ მოედანზე აღლუმს დაესწრნენ.
“შეხვედრამდე ერთი ღამით ადრე, რუსეთის ფედერაციამ 25 ფრთოსანი რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით, მათ შრის 15 კიევში, იმისთვის რომ უფრო მეტი სიკვდილი და უფრო მეტი დესტრუქცია გამოეწვია უკრაინულ მიწაზე,” – წერს ნიკოლენკო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, უკრაინა აღნიშნული ქვეყნების ლიდერების მონაწილეობას ღონისძიებაში, ომის დამნაშავესთან ერთად, რომელიც თავს იწონებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ომის გაჩაღებით, განიხილავს როგორც ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯს უკრაინელი ხალხის მიმართ.