რუსეთში, კრასნოდარის მხარეს ნავთობის საცავზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, ტემრიუკსკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზასთან მახლობლად საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების მასიური შეტევაა მოიგერიეს.
თავდასხმის შედეგად 3 საცავს ხანძარი გაუჩნდა. კონდრატიევი ამბობს, რომ ხანძარს სირთულის მაღალი კატეგორია მიენიჭა. მომხდარის შედეგად ნავთობის საცავების 2 თანამშრომელი დაშავდა – მათ სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწიათ.
“ადგილზე გაჩნდა მაღალი სირთულის კატეგორიის ხანძარი. სამწუხაროდ დაშავებულია რამდენიმე ბაზის თანამშრომელი, მათ გაუწიეს სამედიცინო დახმარება. დანარჩენი თანამშრომლები ევაკუირებულნი არიან”. – წერს გუბერნატორი.