უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა 21 ივნისს დილის საათებში უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა რუსეთის სხვადასხვა ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სამხედრო ობიექტებზე.
უკრაინელებმა იერიში მიიტანეს, აფიპსკის, ილსკის, კრასნოდარისა და ასტრახანის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები.
რუსეთის ტერიტორიაზე დრონების მასირებული თავდასხმის პარალელურად უკრაინელებმა შეტევა მიიტანეს ოკუპირებული ყირიმის სამხედრო ობიექტებზე. საუბარია რადიო-ელექტრონული ბრძოლის ცენტრებსა და რადიო-ლოკაციურ სადგურებზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, კრასნოდარის ოლქში დაზიანებულია ირანული კამიკაძე დრონების მოსამზადებელი ცენტრი და საწყობი.