უკრაინამ რუსეთში კიდევ ერთ სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა

გასულ  ღამით იერიში მიიტანეს რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ „სავასლეიკაზე“. ოპერაცია უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა თავდაცვის სხვა სტრუქტურებთან ერთად განახორციელეს.

რუსეთი აღნიშნულ ბაზას  MIG-31K ტიპის გამანადგურებლების ასაფრენად იყენებს,  რომლებიც „კინჟალის“ ტიპის რაკეტებით არიან აღჭურვილი.

როგორც უკრაინის გენშტაბი აცხადებს, დაზიანებულია ორი ერთეული ავიატექნიკა, სავარაუდოდ, MIG-31 და Su-30 ან Su-34.

სხვა დეტალები ჯერ უცნობია.