უკრაინამ რუსულ ნავთობბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთში, სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსში მდებარე ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმაც დაადასტურა.

ადგილობრივების განცხადებით, ქალაქში 25 ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.

სარატოვის ოლქის გუბერნატორის განმარტებით, ნავთობის ბაზაზე ხანძარი ჩამოგდებული უკრაინული დრონების ნამსხვრევების შედეგად გაჩნდა. აფეთქებები მოხდა ასევე ქალაქ სარატოვში, რომელსაც ენგელსისგან მდინარის კალაპოტი აშორებს.

ენგელსში მდებარეობს ბომბდამშენ ТУ-95-ების საჰაერო ბაზა, რომელზეც ბოლო პერიოდში უკრაინამ არაერთხელ მიიტანა იერიში.