უკრაინამ შესაძლოა ბრიტანული იარაღისა და სამხედრო მანქანების წარმოება დაიწყოს. უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ინდუსტრიის მაღალჩინოსნებს შორის შესაბამისი მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ბრიტანული გამოცემის The Telegraph-ის ცნობით, ბრიტანეთის წარმომადგენლები უკრაინაშიც კი იმყოფებოდნენ. მანამდე საუბარი იყო ერთობლივი საწარმოების შექმნაზე, რომლებიც ლიცენზირებულ იარაღსა და მანქანებს აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ მასალის ავტორების თქმით, მსგავს მოლაპარაკებებს უკრაინასთან არაერთი ქვეყანა აწარმოებს. ბრიტანული კომპანიები ცდილობენ დაასწრონ კონკურენტებს გერმანიიდან და საფრანგეთიდან.
აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ერთობლივი საწარმო, სავარაუდოდ, მოითხოვს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის რიში სუნაკის პირად თანხმობას. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი არაერთხელ დაემუქრა დასავლეთის ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო შურისძიებით და იარაღის წარმოების ნებისმიერმა მხარდაჭერამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს დაძაბულობა.
დაუნინგ სთრითმა და თავდაცვის დეპარტამენტმა უარი თქვეს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე და განაცხადეს, რომ ეს იყო ინდუსტრიის გადასაწყვეტი საკითხია.
ამავდროულად, ედ არნოლდი,დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო სერვისების ინსტიტუტის მკვლევარი და ნატოს ბრიტანული არმიის ყოფილი ოფიცერი, თვლის, რომ ინდუსტრიული თანამშრომლობა ხელს უწყობს საერთაშორისო ურთიერთობების სიმჭიდროვეს. მისი თქმით, „თავიდან ეს შეიძლება წარმოჩენილ იყოს როგორც კომერციული თანამშრომლობა, მაგრამ ამას მინიმუმ ჩუმი პოლიტიკური თანხმობა დასჭირდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო აღჭურვილობის შესახებ შეთანხმება „მიუთითებს გრძელვადიანი თანამშრომლობის მომავალზე, გაერთიანებულ სამეფოსა და უკრაინას შორის კავშირების გაღრმავებაზე იმ დონემდე, რომელიც აქამდე ჯერ არ ყოფილა.“ გარდა ამისა, ასეთი შეთანხმება უკრაინას ნატოსა და ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურებთან დააახლოებს.
ამავდროულად, ჯეიმს ბლეკმა, სამხედრო შესყიდვების ექსპერტმა ამერიკული უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის Rand Corporation გამოცემას განუცხადა, რომ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დასავლური სახელმწიფო უკრაინაში მძიმე იარაღს აწარმოებს, პირველი იქნება რადგან ქვეყანას ინდუსტრიული თანამშრომლობის მცირე ისტორია აქვს.
”უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია ძირითადად ორიენტირებული იყო საბჭოთა ან ადგილობრივი ტექნოლოგიების წარმოებასა და მხარდაჭერაზე და დამოუკიდებლობის მომენტიდან იგი განიცდიდა ინვესტიციების ნაკლებობას, შეფერხებულ რეფორმებს, კორუფციის პრობლემას და სხვა გამოწვევებს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში”, – აღნიშნა ექსპერტმა.
ცნობილია, რომ უკრაინას აქვს ლიცენზირებული ზოგიერთი ისრაელის და ამერიკული მცირე ზომის იარაღი, როგორიცაა თოფები და მოახდინა მისი ზოგიერთი ტანკის ადაპტირება ისრაელის ელექტრონიკასთან.
თავდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ფრენსის ტუსამ, თავის მხრივ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ახალი ქარხანა მთავარი სამიზნე იქნება რუსული დაბომბვისთვის. მას მიაჩნია, რომ მოსკოვი, დიდი ალბათობით, ანტაგონისტურად აღიქვამს შეთანხმებებს უკრაინაში დასავლური ჯავშანტექნიკის წარმოების დაწყების შესახებ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატოს მოკავშირეები ამ საფრთხეებმა შეაშინოს.