”უკრაინას ახლა შეუძლია, თავი დაიცვას რუსეთის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმითაც კი” – მერცის თქმით, უკრაინას შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა აღარ აქვს

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ  უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა აღარ აქვს. ამის შესახებ კანცლერმა გერმანული ტელევიზია WDR-ს მიერ ორგანიზებულ ფორუმზე განაცხადა. 

“უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე რადიუსის შეზღუდვები აღარ არის. არც ბრიტანელებისგან, არც ფრანგებისგან, არც ჩვენგან და არც ამერიკელებისგან.  ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინას ახლა შეუძლია, თავი დაიცვას რუსეთის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმითაც კი, მაგალითად. ცოტა ხნის წინ მას ამის გაკეთება არ შეეძლო, მცირე გამონაკლისების გარდა, ამას არც აკეთებდა”. – თქვა გერმანიის კანცლერმა.