უკრაინის ტერიტორიაზე ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსული თავდასხმების მიუხედავად, ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ბენი განცი აცხადებს, რომ უკრაინას იარაღს არ მიაწვდიან. ამის შესახებ, მან ისრაელის რადიოსადგურ “კოლ ჩაის” ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ ქვეყანა უკრაინას მხოლოდ სამედიცინო და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.
დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აპირებს ისრაელს სთხოვოს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. “ირანი არის წითელი ხაზი ისრაელისთვის და მას შემდეგ, რაც ირანი, ფაქტობრივად, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის თანამონაწილე გახდა, ვფიქრობ, ისრაელში ვისაც ჯერ კიდევ აქვს გარკვეული ეჭვი, დაეხმაროს თუ არა უკრაინას, ეს ეჭვები უნდა გაფანტოს” – ბენი განცი, ისრაელის თავდაცვის მინისტრი.