ესტონეთი პირველივე დღიდან ამბობს, რომ უკრაინას სრული კანონიერი უფლება აქვს, თავის დასაცავად იარაღი გამოიყენოს, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზეც, თუ იქ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ნებისმიერ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანა არის საჭირო.
საბედნიეროდ, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა იზიარებს ამას და დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ, გერმანია და ყველა სხვა უკრაინისთვის ამ ლიმიტებს მოხსნიან. თუ არ შეგვიძლია რომ ამ ტიპის სამხედრო დახმარება უკრაინას მივაწოდოთ იმდენად სწრაფად, რამდენადაც ითხოვს, მაშინ საქმე ამასთან უნდა გვქონდეს. თუმცა, ეს ლიმიტები არ არის რეალურად სამართლიანი ლიმიტები, უკრაინას საშუალება უნდა მივცეთ, საკუთარი თავი თავისუფლად დაიცვას.