უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპა გააფრთხილა, რომ უკრაინაში15 ატომური ბლოკია და მათი აფეთქება “ევროპის დასასრული იქნება”.
“რუსი სამხედროები დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ შეჩერებული. უყვირეთ თქვენს პოლიტიკოსებს. უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, თუ ისინი აფეთქდება, ყველას დასასრული, ევროპის დასასრული, ევროპის ევაკუაცია იქნება. მხოლოდ ევროპის დაუყოვნებელ ქმედებას შეუძლია რუსი სამხედროების შეჩერება. არ დაუშვათ ევროპის დაღუპვა ატომური სადგურის კატასტროფით”, – თქვა ზელენსკიმ.