უკრაინაში,საბრძოლო დავალების შესრულებისას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების 114-ე ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის 23 წლის პილოტი, ვლადისლავ ზალისტოვსკი, მეტსახელად “ლუჯი ჩაფხუტი” (Blue Helmet) დაიღუპა. ის ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო, სასწავლებელმა ასევე დაადასტურა მისი დაღუპვა.
ვლადისლავ ზალისტკოვსკი MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავის პილოტი იყო.
- “ვერცერთი ჩვენგანი ვეღარ იხილავს ახალ ლურჯი_ჩაფხუტის ვიდეოებს. ვლადისლავი ჩვენი ცის დასაცავად დაიღუპა, თუმცა ის მხოლოდ 23 წლის იყო. უბრალოდ დაფიქრდით ამ რიცხვზე 23 წელი, და ის იყო MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავის პილოტი და უკვე ჰქონდა ათობით საბრძოლო გაფრენა შესრულებული. ქედს ვიხრი მის წინაშე და პატივს ვცემ, როგორც ნამდვილ მებრძოლ პილოტს, რომელიც დაიღუპა უკრაინის დასაცავად!” – წერს მისი თანამებრძოლი მეტსახელად Air Fighter “ინსტაგრამზე”.