უკრაინაში Fox News-ის ოპერატორი მოკლეს

Fox News-ის განცხადებით, უკრაინაში მოკლეს მათი ოპერატორი პიერ ზაკრჟევსკი.

“დიდი მწუხარებით და დამძიმებული გულით ვიზიარებთ ამ დილის ამბავს ჩვენი საყვარელი ოპერატორის, პიერ ზაკრჟევსკის შესახებ. პიერი მოკლეს ჰორენკაში, კიევის გარეთ, უკრაინაში”, – თქვა Fox News-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიუზან სკოტმა.

მისივე თქმით, პიერი იყო ომის ფოტოგრაფი, რომელიც აშუქებდა აბებს ერაყიდან, ავღანეთიდან და სირიიდანაც.