უკრაინაში, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილე პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას, Украинская правда ავრცელებს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ, მოსკოვის სახელმწიფო ტელევიზიებიც.
სწორდ პოლკოვნიკ სერგეი სუხარევზე, მეთაურობით მონაწილეობდა 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი როგორც ჩეჩნეთის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
მომხდარ ფაქტს, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე გამოეხმაურა : “მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით,” – განაცხადა მაკა ჩიკვილაძემ.
ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.
2009 წლის იანვარში ვიდეოები გავრცელდა, რომელშიც მისი წამების კადრები იყო ასახული.