უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა უკრაინულ სამხედრო არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ წლის ბოლომდე უკრაინაში კარგი ახალი ამბები იქნება.
მისი თქმით,საქართველოსა და უკრაინაში ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, ეს ორივე ქვეყანა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო. “ახლა სწორედ ალიანსს შეაქვს ის წვლილი, რომელიც რუსეთის დამარცხების საშუალებას მოგვცემს. უკრაინა ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძვის. ომში დასტურდება ჩვენი დამოუკიდებლობის უფლება“–თქვა რეზნიკოვმა.
წლის ბოლოსთვის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელებისა და მთელი მსოფლიოსთვის კარგი ამბები დააანონსა, თუმცა კონკრეტულ პროგნოზებზე არ საუბრობს. მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია რესურსებსა და ბევრ სხვა ფაქტორზე. ის საკუთარი თავს “ინფორმირებულ ოპტიმისტს უწოდებს“ და ამბობს, რომ ეს ინფორმირებულება პოზიტიური მოლოდინების უფლებას აძლევს.
“ერთადერთი შეცდომა, რაც ზუსტად შემიძლია დავასახელო ის არის, რომ ჩვენ მეტისმეტად ნდობით ვეკიდებოდით ჩვენს მეზობელს, რომელმაც ბუდაპეშტის მემორანდუმზე მოაწერა ხელი. ეს იყო საერთაშორისო შეთანხმება სხვა გარანტებთან ერთად. ახლა ამას გამოვაწორებთ. ჩვენ გვაქვს ომი გადარჩენაზე, და ჩვენ გადავრჩებით. ამ გოლიათს ხერხემალში გადავტეხთ, როგორც დავითმა გააკეთა“– თქვა რეზნიკოვმა.