უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ედიშერ კვარაცხელია საქართველოში ჩამოასვენეს

ფოტო : მთავარი არხი

უკრაინაში გმირულად დაღუპული ედიშერ კვარაცხელია საქართველოში ჩამოასვენეს.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ედიშერ კვარაცხელიას ოჯახის წევრები, ახლობლები  და მოქალაქეები შეიკრიბნენ და მას პატივი მიაგეს.

ექსპერტიზის ბიუროდან მას ცოტა ხანში სამების ტაძარში გადაასვენებენ, სადაც დღეს და ხვალ  სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, შემდეგ კი მშობლიურ წალენჯიხაში გადაასვენებენ, სადაც სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ედიშერ კვარაცხელია პროფესიონალი სამხედრო და აგვისტოს ომის მონაწილე იყო, ის უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა. ქართველი მებრძოლი 10 ოქტომბერს, ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა.