უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში, 16 მარტს, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის ვანო (ილია) ჩოხელი დაიღუპა.
გარდაცვლილის მამა და ბაბუა დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედაში ცხოვრობენ.
“დედოფლისწყაროს ტელევიზია” ამბობს, რომ გარდაცვლილმა განათლება ხარკოვში, სამხედრო აკადემიაში მიიღო და რომ ის წელზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომში იბრძოდა.