უკრაინაში მებრძოლ რუსეთმა 14 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

უკრაინაში მებრძოლ კიდევ ერთ ქართველს, ამბაკო სოზიაშვილს რუსეთმა დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული Tass-ი ავრცელებს.

“დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს 25 წლის მოქალაქეს, ამბაკო სოზიაშვილის განაჩენი გამოუტანა. სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ სოზიაშვილს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოსახდელად”, – ნათქვამია განცხადებაში.