უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ემიგრაციაში 20.5 ათასი ებრაელი წავიდა

პინხას გოლდშმიტი

ბიბისის კორესპონდენტი რელიგიის საკითხებში, ალიმ მაკბული  ებრაულ სააგენტო “სოხნუტზე“ დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან 20500 ებრაელი წავიდა. ამ მონაცემებით, რუსეთში უკრაინის ომამდე 165 000 ათასი ებრაული წარმოშობის ადამიანი ცხოვრობდა.

საკუთარ რეპორტაჟში მაკბული ყვება, რომ ბევრი რუსი ებრაელი ომის წინააღმდეგია, თუმცა ღიად აზრის გამოხატვას ვერ ახერხებს რუსეთში შექმნილი ვითარების გამო და თავს დაცულად აღარ გრძნობენ.

ბიბისი–ს კორესპონდენტი პინხას გოლდშმიტს ესაუბრა, რომელიც 6 ივლისს მოსკოვის მთავარი რაბინის პოსტიდან წავიდა, რომელსაც 30 წელზე მეტხანს იკავებდა.

ომის დაწყებიდან ორ კვირაში გოლდშმიდტმა და მისმა ოჯახმა რუსეთი დატოვეს. თავიდან უნგრეთში წავიდნენ, შემდეგ კი ისრაელში. შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა და უკრაინაში ომის წინააღმდეგ ღიად გამოვიდა.

“ვიგრძენი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, მეჩვენებინა, რომ არაფერი მაქვს საერთო იმასთან რაც ხდება, და არ ვემხრობი უკრაინაში შეჭრას. მაგრამ, ეს რომ გამეკეთებინა მოსკოვში ყოფნისას, საფრთხეში აღმოვჩნდებოდი“– თქვა გოლდშმიტმა.

ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აპირებს ებრაული სააგენტო “სოხნუტის“ წარმომადგენლობა დახუროს.