უკრაინაში ომს ბრძოლის ველზე ვერავინ მოიგებს – ამის შესახებ, CIA-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დევიდ პეტრიუსმა განაცხადა. მისი თქმით, პუტინს “ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსეთს შეუძლია უფრო დიდხანს გაუძლოს, ვიდრე უკრაინელებს, ევროპელებს და ამერიკელებს”.
“თუმცა, რაღაც მომენტში, ხარჯები კრემლისთვის გაუსაძლისი გახდება – როგორც ეს იყო საბჭოთა არმიის შემთხვევაში ავღანეთში”, – თქვა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა.