უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
„ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“, – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.