უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი იმ მოქალაქეების ქონების კონფისკაციის შესახებ, ვინც რუსეთის აგრესიას უკრაინაში მხარს უჭერს.
ამის შესახებ ფეისბუქ გვერდზე რადას სპიკერმა, რუსლან სტეპანჩუკმა დაწერა. კონფისკაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება. მანამდე, აპრილის დასაწყისში უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომლითაც მოხდება იმ რუსების, ფიზიკური პირების და რუსეთთან დაკავშირებული კომპანიების ქონების კონფისკაცია, ვინც მხარს უჭერენ უკრაინაში რუსეთის შეჭრას.