უკრაინაში რუსეთის დანიშნულ მაღალჩინოსნებზე თავდასხმების გახშირებაა მოსალოდნელი – ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი. როგორც დაზვერვა აცხადებს, უახლოეს მომავალში, დონბასში რამდენიმე პატარა ქალაქის აღებაზე კონცენტრირდებიან, მათ შორის სივერსკის, დოლინას, სლოვიანსკისა და კრამატორსკის მისადგომებზე.
- “სლოვიანსკისა და კრამატორსკის ურბანული რეგიონები სავარაუდოდ რჩება ოპერაციის ამ ეტაპის მთავარ სამიზნეებად. რუსეთი განაგრძობს უკრაინის სახელმწიფოს ლეგიტიმურობის შელახვასა და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს. უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ანტირუსული განწყობების მქონე ადამიანები პრორუსული ჩინოვნიკების სამიზნეები ხდებიან. რუსეთის მიერ დანიშნულმა ადმინისტრაციამ ველიკი ბურლუკში აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი მერი 2022 წლის 11 ივლისს მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. მოსალოდნელია მაღალჩინოსნების სამიზნეში ამოღების ესკალაცია. რაც გამოიწვევს რუსი ოკუპანტების ისედაც მნიშვნელოვანი გამოწვევების გამწვავებას და პოტენციურად გაზრდის ზეწოლას უკვე შემცირებულ სამხედრო და უსაფრთხოების ფორმაციებზე”. – წერია ანგარიშში.