რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანაში 361 ბავშვი დაიღუპა, 700-ზე მეტი ბავშვი კი დაიჭრა – ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის პროკურატურა ავრცელებს. მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ ხერხდება.
5 აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკივის, კიევის, ჩერნიგოვის, ლუჰანსკის, მიკოლაევის, ხერსონის და ზაპოროჟიის ოლქებში დაიღუპა და დაიჭრა.