უკრაინაში საბრძოლველად 16 000 მოხალისე ჩადის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 16 000 მოხალისე უკრაინაში მათ დასახმარებლად ჩადის. მისი თქმით, ეს მხოლოდ პირველი ნაკადია.

“უკრაინა ხვდება უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისკენ მოემართებიან. ისინი ჩამოდიან თავისუფლების, სიცოცხლის დასაცავად, ჩვენთვის, ყველასთვის. და დარწმუნებული ვარ, ეს წარმატებული იქნება”. – განაცხადა პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველდღიურად იღებს უფრო და უფრო მეტ მძლავრ იარაღს.