უკრაინაში საომარი მდგომარეობა გახანგრძლივდება

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გახანგრძლივდება – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი უმაღლეს რადაში შეიტანა.

პარლამენტის საიტზე დოკუმენტის ტექსტი ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი.

როგორც დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა, კანონპროექტის განხილვა უახლოეს დღეებში შედგება.დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გახანგრძლივდება და კიდევ 90 დღე  – 23 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.