”უკრაინაში ომი არ არის მხოლოდ ევროპის საკითხი. ის მთლიანად მსოფლიოს ეხება, რადგან მიმდინარეობს ღირებულებების ომი. როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მან დაარღვია ყველანაირი ნორმა, შეთანხმება. ეს არის პრობლემა ყველასთვის, რადგან მსგავს ქმედებას ვიხილავთ ათწლეულების განმავლობაში, თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს ამ ომში. როდესაც ომი დაიწყო გასული წლის 24 თებერვალს, უკვე ცხადი იყო, რომ ფინეთი NATO-ს შეუერთდებოდა. ეს იყო ნათელი იმავე დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. ფინელი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი, დაცული, სუვერენული ქვეყანა, რომელსაც შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება. ეს არის ნომერ პირველი საკითხი ფინელებისთვის. როდესაც ჩვენი მეზობელი რუსეთი მეორე მეზობელ უკრაინას თავს დაესხა, ცხადი გახდა, რომ ჩვენ NATO-ს შევუერთდებოდით. ეს იყო ერთადერთი ხაზი, რომელიც რუსეთს არ უნდა გადაეკვეთა. ასე რომ, NATO-ს წევრობა ფინეთისთვის არის მშვიდობის აქტი და ჩვენ გავგზავნეთ ნათელი მესიჯი. ჩვენ გვსურს ინტეგრაცია შვედეთთან ერთად.”

განაცხადა ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.