უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია რომ უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს რიგ სფეროებში.
„ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ. გასული დღის განმავლობაში ბახმუტის მიმართულების სხვადასხვა მონაკვეთზე 200-დან 1100 მეტრამდე წინსვლა განვახორციელეთ. მტერი ამ მიმართულებით გადავიდა თავდაცვაზე და ცდილობდა ოკუპირებული პოზიციის შენარჩუნებას. ამჟამად მტერი ამ მიმართულებით სიღრმიდან თავის რეზერვებს იყენებს დაცვის მიზნით“, – განაცხადა მან.