“უკრაინელები ბახმუტში “ვაგნერის” ფლანგებს არღვევენ და უახლოეს პერიოდში კონტრშეტევაზე გადავლენ” – ამის შესახებ, კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ახალ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
“დღეს ჩვენი მტერი არა უკრაინის შეიარაღებული ძალები, არამედ რუსული ბიუროკრატიაა; თუ ჩვენ ბახმუტიდან გავალთ, ფრონტი ჩამოიშლება და უკრაინელები მოსკოვამდე ჩავლენ.” – ამბობს პრიგოჟინი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.