“ამ კონკრეტულ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედრო რუსულ არმიას სრულ ალყაში ჰყავს, ისინი ძალიან ცუდ და მოწყვლად პოზიციაში არიან. მე მკაცრად მოვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა იქნებოდა, ისეთი, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ღმერთმა დალოცოს ყველა მათგანი!”
დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ,უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოეხმაურა ტრამპის მიერ რუსული პროპაგანდის ზეგავლენით გავრცელებულ სიცრუეს უკრაინელი მებრძოლების კურსკის ოლქში ალყაში მოქცევასთან დაკავშირებით:
” ინფორმაციები უკრაინული შენაერთების რუსების მიერ კურსკის ოლქში შესაძლო “ალყაში მოქცევის ” შესახებ მცდარია და რუსების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის , უკრაინასა და პარტნიორებზე ზეწოლისთვისაა შექმნილი”