უკრაინული მხარის ცნობით, გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებმა 23 ივლისს კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგდეს.
ოპერატიულ-სტრატეგიულ ჯგუფი “ხორტიცას” ცნობით, საბრძოლო თვითმფრინავი დონეცკის რეგიონში, პოკროვსკის მიმართულებით ჩამოაგდეს.
აღნიშნულმა ბრიგადამ ამ თვეში მეორე სუ-25 გაანადგურა.