უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ კუპიანსკის ცენტრი აიღეს, რის შედეგადაც ხარკოვის რაიონში რუსული მომარაგების ხაზები სრულად გადაჭრილია. უკრანელებმა ქალაქის საბჭოს შენობაზე უკრაინული დროშა აღმართეს.
იზიუმი – რუსების მთავარი პლაცდარმაი ხარკოვის ოლქში სრულ ოპერატიულ ალყაშია.უკრაინულმა არმიამ ISW-ს ინფორმაციით ხარკოვის ოლქში უკვე გაათავისუფლა დაახლოებით 2500 კვ. კმ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით უკრაინელი სამხედროები უკვე გავიდნენ კუპიანსკის გარეუბნებისკენ და იზიუმს უტევენ, სადაც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში რუსების ყველა საკომუნიკაციო ხაზი ჩაიჭრება. გარდა ამისა, უკრაინული არმია გრუშევკის ჩრდილოეთით, ველიკი ბურლუკში, რუსების მატერიალურ–ტექნიკური ცენტრის მიმართულებით წავიდნენ.
სხვადასხვა ინფორმაციით რუსები სრულ პანიკაში არიან. არის ასობით დაღუპული რუსი სამხედრო და ათასობით ტყვედ ჩავარდნილი.