უკრაინელებმა ლიპეცკის სამხედრო აეროდრომი დაბომბეს – განადგურდა 700-მდე პლანირებადი ავიაბომბი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული ღამის განმავლობაში საზღვრისპირა და საზღვრის მახლობლად მდებარე ოლქებზე იერიშები მიიტანა. ერთ-ერთი სამიზნე, ლიპეცკის ოლქში, მდებარე “სირსკოეს” სამხედრო აეროდრომი იყო, რომელსაც იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

უკრაინის უშიშროების ძალების, СБУ-ს ინფორმაციითაეროდრომის დაბომბვის შედეგად განადგურდა რუსი ოკუპანტების 700-მდე პლანირებადი ავიაბომბი, რომლითაც რუსები უკრაინულ ქალაქებს ბომბავენ აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტებზე.

ოლქის გუბერანტორი, იგორ არტამონოვი, ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ცნობები, აეროდრომზე იერიშის შედეგად, დაზიანდა თუ არა რუსული ავიაცია.

ამასთანავე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სულ ღამის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე 75 დრონი ჩამოაგდეს. მათი მტკიცებით, აქედან 26 უვნებელყვეს ბელგოროდის ოლქში, 19 – ლიპეცკის ოლქში, 7 – კურსკის ოლქში, 5 – ბრიანსკის ოლქში, 4 – ვორონეჟის ოლქში, 1 კი – ორიოლის ოლქში. ამას გარდა, ირწმუნებიან, რომ 5 დრონი ჩამოაგდეს ოკუპირებულ ყირიმში, 8 კი – შავი ზღვის აკვატორიაში, სადაც, მათივე მტკიცებით, გაანადგურეს 7 უპილოტო კატერიც.

რუსეთში მაღალი სიმძლავრის ჭკვიანი პლანირებადი ბომბების სერიული წარმოება სპეციალურ სამხედრო ოპერაციამდე დაიწყო. მართვად პლანერულ ბომბებს უკრაინის სარდლობამ ომის დასაწყისში,  „საგანგებო საფრთხე” უწოდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ ისწავლეს მათი ჩამოყრა ან ნავიგაციის „ჩახშობა“ — ნატოს საზენიტო-სარაკეტო სისტემების NASAMS, Iris-T-სა და Patriot-ის გამოყენებითაც კი.