8 სექტემბრის ღამით რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინაზე Shahed-136/131-ის ტიპის 20 დრონით მიიტანა იერიში. უკრაინელები აცხადებენ, რომ გაშვებული დრონებიდან 16 ის ჩამოგდება მოახერხეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა და სამხრეთ თავდაცვის ძალები ავრცელებენ.
“ჯამში Shahed-ის ტიპის დრონის შეტევის 20 შემთხვევა გამოვავლინეთ. საბრძოლო სამუშაოების შედეგად Shahed-136/131-ის 16 დრონი ოდესისა და მიკოლაივის ოლქებში გავანადგურეთ”. – აღნიშნულია უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებაში.