უკრაინელებმა რუსეთში ორ სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანეს

გასულ ღამეს, უკრაინელებმა რუსეთის სარატოვისა და რიაზანის ოლქებში მდებარე ორ რუსულ აეროდრომზე და სხვა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე წარმატებული დარტყმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„6 ივნისის ღამეს, წარმატებული დარტყმა განხორციელდა სარატოვის ოლქში, „ენგელსის“ აეროდრომზე, მტრის თვითმფრინავების კონცენტრირების ადგილზე. ასევე დარტყმა მიაყენეს რიაზანის ოლქში მდებარე „დიაგილევოს“ აეროდრომს, სადაც განთავსებულია საჰაერო ტანკერები და მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების მხარდასაჭერად გამოიყენება. გარდა ამისა, „დიაგილევოდან“ მტრის სტრატეგიული ბომბდამშენები დაფრინავენ“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.