საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშუკი აცხადებს, რომ უკრაინელებმა რუსული Су-24М ტიპის ტაქტიკური ბომბდამშენი ჩამოაგდეს.
“დიდი ხანია რუსული სუები არ ჩამოგვიგდია! ვასწორებთ ამ სიტუაციას! როგორც ჩანს კრეისერი მოსკვა სულ მალე ავიამზიდი გახდება. სიხარულით მოგახსენებთ, რომ კუნძულ ზმეინის რაიონში ჩამოვაგდეთ Су-24М ტიპის ტაქტიკური ბომბდამშენი, რომელიც ოდესის ოლქის სამხრეთზე იერიშის მიტანას გეგმავდა”. – ნათქვამია საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშუკის მოხსენებაში.