უკრაინელებმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს

დღეს დილით,  უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული Су-34 ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული Су-34 ტიპის ბომბდამშენი დაახლოებით 04:00 საათზე ჩამოაგდეს.

რუსული სამხედრო თვითმფრინავი ქალაქ ზაპოროჟიეზე ბომბებით თავდასხმას ახორციელებდა.