უკრაინელი დივერსანტები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში შეჭრას შეეცადნენ, მაგრამ მათი ქმედება რუსეთის ძალოვანმა უწყებებმა შეაჩერეს, – ამის შესახებ, ინფორმაციას, რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, სამხედროებმა აღკვეთეს მტრის მცდელობა, შეეღწიათ ბელგოროდის ოლქის სოფელ სპოდარიუშინოს ტერიტორიაზე.
„საჰაერო დარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის შედეგად განადგურდა 195-მდე სამხედრო მოსამსახურე, ხუთი ტანკი, ოთხი ჯავშანტექნიკა, სამი თვითმავალი ნაღმების გამწმენდი რეაქტიული სისტემა და სამი საინჟინრო გამწმენდი მანქანა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.