უკრაინელმა პარტიზანებმა, მარიუპოლში ააფეთქეს მანქანა, რომელშიც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თამაშრომელი იჯდა. როგორც ცნობილია ის რეანიმაციაშია გადაყვანილი. ინფორმაციას მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს.
“დღეს ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, პრიმორსკის რაიონში მარიუპოლის წინააღმდეგობის წევრებმა აფეთქეს ავტომობილი, რომელშიც ФСБ-ს თანამშრომელი იმყოფებოდა. ამ დროისთვის დაშავებული რეანიმაციაშია” – წერს მარიუპოლის საქალაქო საბჭო ტელეგრამ არხზე.
თავდასხმაში მარიუპოლის წინააღმდეგობის წევრები მონაწილეობდნენ. უკრაინელი პარტიზანები ოპერაციის დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროებენ.









![[საერთაშორისო მედიისთის] ცრუ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება შეფასდეს დანაშაულად – კობახიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2024/12/irakli-kobakhidze_w_h-218x150.jpeg)





