უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ჯარებმა ხერსონის ოლქში მცირე დასახლებები, არხანგელკსი და მიროლიუბივკა გაათავისუფლეს. ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს მადლობა გადაუხადა. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა კონკრეტული ქვედანაყოფები გამოყო, რომლებმაც ფრონტის ხაზზე გამორჩეულად დიდი ძალისხმევა აჩვენეს.
- “ყოველ დღე, ორჯერ მაინც, მე ვიღებ ანგარიშებს ჩვენი სამხედროებისგან. ამ კვირაში ანგარიშებში უდიდესი ნაწილი უკავია ჩვენი თავდაცვითი ოპერაციების ფარგლებში მტრისგან გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებს, მოგეხსენებათ, ასეთი ტენდენციაა. ცოტა ხნის წინ, ვიღაცამ, სადღაც ფსევდო რეფერენდუმები გამართა და უკრაინის დროშა რომ ბრუნდება რუსული ფარსი, რაღაც კანონპროექტებითა და დანართებით აღარავის ახსოვს, გარდა უკრაინის ძალოვანი უწყებებისა, რადგან ყველა, ვინც კავშირშია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ელემენტთან, პასუხს აგებს ამაზე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აახლოებს გამარჯვების წუთებს, ვინც უკრაინის დროშას, უკრაინის მიწაზე დამსახურებულ ადგილას აბრუნებს”, – თქვა ზელენსკიმ.