ოდესის რეგიონის ეროვნული პოლიციის მთავარი დირექტორატის ინფორმაციით, 20 მაისს უკრაინიდან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გააძევეს.
საქართველოს მოქალაქე 44 წლის “კანონიერი ქურდია” და ის უკრაინაში ქართული და რუსული ე.წ. ქურდული სამყაროს ინტერესებს წარმოადგენდა. მათივე ცნობით, პირი არაერთხელაა ნასამართლევი.
„44 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც არაერთხელ იყო ნასამართლევი, უკრაინაში კრიმინალურ სამყაროში გავლენიანი რუსი და ქართველი “კანონიერი ქურდების” ინტერესებს წარმოადგენდა “ – წერია განცხადებაში.
44 წლის მოქალაქე, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციების სიაში შევიდა, როგორც პირი, რომლის ქმედებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ეროვნულ უსაფრთხოებას. მას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 3 წლით აეკრძალა.