ინსაიდერები საერთაშორისო სადაზვერვო თანამეგობრობა InformNapalm–დან აცხადებენ, რომ უკრაინის არმიამ ოკუპირებულ დონბასში რუსული არმიის 7 ობიეტი გაანადგურა.
წყაროები ამბობენ, რომ ბოლო 72 საათში დონბასში უზუსტესი დარტყმებით განადგურებულ 7 საწყობში რუსებს საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგები ქონდათ. ისინი აქ 2014–2015 წლებიდან გრვდებოდა. მაგალითად მოხალისეებს მოჰყავთ განადგურებული საწყობი ხრუსტალნოეში, რომელიც ლუგანსკში მდებარეობს. იქ 1 ათასმდე ტონა საბრძოლო მასალა ინახებოდა.
როგორც ამბობენ,დონეცკის ადგილობრივ მოსახლეობაში დადის ხმები, რომ უკრაინულმა არმიამ მიიღო მსხვილკალიბრიანი ნატოს ზუსტი დამიზნების იარაღი, რაც მათ დონეცთან ახლომდებარე საწყობების განადგურების საშუალებას მისცემს. ამასთან, დონეცკის მოსახლეობა აცნობიერებს, რომ რუსეთი დონეცკის ცენტრის დაბომბვით ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ მშვიდობიანებს უკრაინელები ესვრიან.
“ეს არის სხვადასხვა ინსაიდერების ნათქვამის კომპილაცია, რაც დაახლოებით წარმოდგენას გვაძლევს სიტუაციაზე და ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომ ფრონტზე უკვე გამოჩნდა ზუსტი დამიზნების იარაღი, რომლის დახმარებით უკრაინის არმია წერტილოვან დარტყმებს მიაყენებს რუსებს და აგრესორის შეტევით პოტენციალს შეამცირებს“– ნათქვამია პუბლიკაციაში.