უკრაინის გენშტაბი რუსული დანაკარგების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის გენშტაბმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა იმ დანაკარგების შესახებ, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ განიცადა:

  • 5840 პირადი შემადგენლობის ჯარისკაცი.
  • 30 თვითმფრინავი
  • 31 ვერტმფრენი
  • 211 ტანკი
  • 862 ჯავშანმანქანა
  • 9 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა
  • 40 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
  • 60 ცისტერნა საწვავით
  • 3 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 კატერი
  • 355 ავტომობილი

ეს არის უკრაინის გენშტაბის ოფიციალური ინფორმაცია და მისი გადამოწმება სხვა წყაროებით შეუძლებელია. რუსული მხარე საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.