უკრაინის გენშტაბის უფროსის კაბინეტში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი ზალუჟნის კაბინეტში  დღეს მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს. ამის შესახებ  ინფორმაციას RBC-Ukraine ავრცელებს და ციტირებს “სამხედრო წრეებთან დაახლოებულ  წყაროს, რომელიც ისტუაციის შესახებბ კარგად არის ინფორმირებული.

გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, აღმოჩენილია ინფორმაციის წასაკითხი მოწყობილობები, რომლებიც  დამზადებულია ამოუცნობი ნიმუშის ელემენტებით, რაც არ იძლევა ინსტალატორის    იდენტიფიცირების საშუალებას.

„ეს მოწყობილობები დღეს აღმოაჩინეს, როცა შენობას სამუშაოდ ამზადებდნენ“, – ციტირებს გამოცემა მის წყაროს.