უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკების მეორე რაუნდზე მიდის

უკრაინის დელეგაცია, რომელშიც შედიან პარლამენტარები, ოფიციალური პირები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უკვე მიემართება რუსეთთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინული მხარის პროგრამა მინიმუმი რუსეთისგან ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის მოთხოვნა იქნება.

“ჩვენ ვიწყებთ ორ საათში. პროგრამა მინიმუმი არის ჰუმანიტარული დერეფნები. შემდგომ – გარემოებების მიხედვით”, – წერს არახამია.