უკრაინის მოთხოვნა აშშ-ის მოწინავე რაკეტებზე არის პირდაპირი პროვოკაცია – ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, უკრაინის მოთხოვნას აშშ-ის მიერ  მოწინავე რაკეტების გადაცემასთან დაკავშირებით, “პირდაპირ პროვოკაციას” უწოდებს. 

“რისკები, მესამე ქვეყნების უკრაინის კონფლიქტში ჩართვის რომელსაც კიევის რეჟიმი მისი დასავლელი პატრონებისგან ასე კატეგორიულად ითხოვს, პირველ რიგში,  ყველა ზღვარს, წესიერებისა და დიპლომატიური კომუნიკაციის ნორმებს სცილდება. ასევე, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რომელიც დასავლეთის საომარ მოქმედებებში ჩაბმას ისახავს მიზანდ. რა თქმა უნდა, საღად მოაზროვნე დასავლელ პოლიტიკოსებს ესმით ეს რისკები, თუმცა ყველას არა. ევროკავშირში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც თავიანთი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ყველაფრისთვის მზად არიან. მაგრამ ევროკავშირის სერიოზული ქვეყნები, რა თქმა უნდა, მსგავსი სცენარის უარყოფით მხარეს კარგად იაზრებენ და ჩვენ ახლახან ვაშინგტონისგან გონივრული შეფასებების ნიშნები მოვისმინეთ”. – განაცხადა ლავროვმა